უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის-ლევან გოფოძე

უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის-ლევან გოფოძე

უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

„ფაქტია, ყველა ქვეყანაში კორონავირუსმა დაღმასვლა დაიწყო, მართალია იქ ახალი შემთხვევების მატება არ შეწყვეტილა, მაგრამ სიკვდილიანობის და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ყველა იმ ქვეყანაში იკლებს, რომელიც ლიდერობდა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები