“უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე”

“უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე”

“უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე.

​გახარიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია.

„რაზეც ქალბატონმა ადამ ისაუბრა, იყო ტერიტორიული მთლიანობა და გარკვეული აქცენტები გაკეთდა სიღარიბეზეც, თუმცა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა იყო ძირითადი ნაწილი. რა თქმა უნდა, ეს არის დღეს ქვეყნის ყველაზე ძირითადი პრობლემა. მე ვფქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად, ეს არის საკითხი, რომელზეც არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც შეთანხმებულია. და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყველა მიმართულებით – საზოგადოებრივი ცხოვრების, მთავრობისა თუ პოლიტიკური პროცესების, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამსჭვალული ამ მიზნის მისაღწევად. ​ეს არის ერთმნიშვნელოვნად ფაქტი და თუ რჩება აღქმა ან შეგრძნება, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ან ვმუშაობთ ყოველდღიურად ისე, რომ ოდესმე, სადმე გვავიწყდება ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გამოსწორება.

ყველაფერთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპირებული ტერიტორიები – ეს არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, შესაბამისი უწყებებიც, გარდა მთავრობისა, ძალზე აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია, ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო, ისე პოლიტიკურ, თუნდაც ეკონომიკურზე, სანამ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის არ იქნება აღდგენილი.

​უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, სხვა ყველა რესურსი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები