“უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისი – ეს ერთერთი ეპიზოდია იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს შორის”

“უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისი – ეს ერთერთი ეპიზოდია იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს შორის”,- ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, მას გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების გამართვა დაავალა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს, პრეზიდენტის მიერ დავალებული მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართო კონსულტაციები და შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი კონსულტაციების შედეგად მიიღებს”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იერიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს, გამთენიისას განახორციელეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები