უმრავლესობის წევრები „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს უარყოფითად აფასებენ. პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ასეთი ვიზიტები ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.
„ჩემთვის ნებისმიერი ასეთი კომუნიკაცია არის მიუღებელი, ეს ჩემი აზრია და არცერთ შემთხვევაში არ მგონია, რომ ასეთი შეხვედრები შეიძლება ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ასე მძიმდება ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეთნიკური წმენდა, ეთნიკური დევნა და დისკრიმინაცია ხდება ქართველების. რა ტიპის შეხვედრაზე შეიძლება იყოს საუბარი ჩემთვის სრულიად გაუგებარია“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე დუმის წევრებთან შეხვედრებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე მართავენ.
ცნობისთვის, ეს „პატრიოტთა ალიანსის“ მეორე ვიზიტია მოსკოვში, პირველად „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში 10 ივლისს იმყოფებოდნენ
მსგავსი სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოების განწყობას საქართველოში, ძირითადად, ქმნიან პროპაგანდის ყველაზე მძლავრი საშუალებები – ტელევიზიები

ირაკლი კობახიძე, თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ბინების აღდგენას 300 000 ლარამდე დასჭირდება.

საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჩემპიონების სამშობლოა
