უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციის წარმომადგენლები რიგ-რიგობით ჩადიან პანკისის ხეობაში და ადგილობრივი მოსახლეობისადმი ვითომდა თანადგომით, სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ-დიმიტრი ხუნდაძე

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციის წარმომადგენლები რიგ-რიგობით ჩადიან პანკისის ხეობაში და ადგილობრივი მოსახლეობისადმი ვითომდა თანადგომით, სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ-დიმიტრი ხუნდაძე

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციის წარმომადგენლები რიგ-რიგობით ჩადიან პანკისის ხეობაში და ადგილობრივი მოსახლეობისადმი ვითომდა თანადგომით, სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ საკითხებს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნება მაღალია, პოლიტიკოსები ფრთხილად ეკიდებიან.
ხუნდაძის შეფასებით, პანკისის მოსახლეობის ქმედება ბევრად გონივრულია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსის.
”უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციის წარმომადგენლები რიგ-რიგობით ჩადიან პანკისის ხეობაში და ადგილობრივი მოსახლეობისადმი ვითომდა თანადგომით, სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ. არადა, ადგილობრივ მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდე და რეალურ სიტუაციაში გარკვევა სჭირდება, რაც კონკრეტული უწყებების საქმეა. ვიმედოვნებ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი გაურკვეველი არ დარჩება. მათ კი, ვინც ცდილობს ეს ფაქტი ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენოს, შევახსენებ, რომ ჩვენს უკან სახელმწიფოა, სახელმწიფო კი გლობალურ პროცესებშია ჩართული და ნებისმიერი ასეთი თემის ზედმეტი აჟიტირება რეალურ საფრთხესთან გვაახლოებს. რაც შეეხება პანკისის მოსახლეობას, მათი ქმედება ბევრად უფრო გონივრულია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსის. ერთი სამშობლო გვაქვს და ერთნაირად ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები