“უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”-მიხეილ გიორგაძე

“უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”-მიხეილ გიორგაძე

“უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების თაობაზე განუცხადა.

რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები