უკრაინის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ პარლამენტის შენობასთან გაშლილი კარვების ქალაქის აღებას არ აპირებენ
უკრაინის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ პარლამენტის შენობასთან გაშლილი კარვების ქალაქის აღებას არ აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მათი განცხადებით, უკრაინელი ძალოვნები არ გეგმავენ კარვების ქალაქთან დაკავშირებით რამე ქმედების განხორციელებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს, კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილს 72 საათის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.
კატეგორიები:
სამართალი