უკრაინის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. უკრაინის მხარეს შეკრებილმა სააკაშვილის მომხრეებმა კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორის მიმართულებით გაიქცნენ.
მათ გამოედევნენ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. კორდონი გაარღვია მიხეილ სააკაშვილმაც და ის მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის ტერიტორიისკენ გაემართა. მისმა მომხრეებმა შეძახილებით – “მიშა” და “სლავა უკრაინა” სააკაშვილი საზღვრის უკრაინის მხარეს გადაიყვანეს.იქამდე, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის “შეგინის” გამშვებ პუნქტზე, უკრაინის მხარეს მოქალაქეთა სასაზღვრო კონტროლი შეაჩერეს. როგორც “შეგინის” გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და იქ მის მხარდასაჭერად ჩასულ რადას დეპუტატებს განუცხადეს, მიზეზი ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებაა.
ნეიტრალურ ზონაში შეკრებილებთან უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლი განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 3-4 საათში აღდგებოდა.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – ემიგრაციის შთამომავალი, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები
ქართული ოცნების წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დასმული კითხვები არასერიოზულია
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების ინსტიტუტის – მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმასრულებელ დირექტორს, სიმონე ფილიპინის შეხვდა.
