უკრაინის საკითხზე მოვლენებს დაველოდებით, ტომოსის გამოცხადებას და ა.შ. შემდეგ ეს თემა სინოდის სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება-მეუფე პეტრე

უკრაინის საკითხზე მოვლენებს დაველოდებით, ტომოსის გამოცხადებას და ა.შ. შემდეგ ეს თემა სინოდის სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება-მეუფე პეტრე

უკრაინის საკითხზე მოვლენებს დაველოდებით, ტომოსის გამოცხადებას და ა.შ. შემდეგ ეს თემა სინოდის სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, კითხვაზე, ​ერთსულოვანი იყო თუ არა წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ სინოდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„უკრაინის საკითხზე მოვლენებს დაველოდებით, ტომოსის გამოცხადებას და ა.შ. შემდეგ სინოდის სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
დაანონსებულია, რომ 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს უკრაინის ახლადშექმნილი, გაერთიანებული ეკლესიის მწყემსმთავარს, მიტროპოლიტ ეპიფანეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები