უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით დაცვის დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს განცხადების განხილვა პროცედურების დარღვევის გამო არ მოხდა.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით დაცვის დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს განცხადების განხილვა პროცედურების დარღვევის გამო არ მოხდა.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით დაცვის დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს განცხადების განხილვა პროცედურების დარღვევის გამო არ მოხდა. შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ გუშინ გაავრცელა. მათი თქმით სააკაშილის განცხადება საიმიგრაციო სამსახურში კანონდარღვევით იქნა წარდგენილი

„2017 წლის 11 სექტემბერს 9 საათზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ლვოვის განყოფილებაში 4 დაუდგენელი პირისგან შემდგარმა ჯგუფმა (არ წარმოუდგენიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები) დატოვა განცხადება , მიხეილ სააკაშვილის სახელით დაწერილი განცხადება, რომელშიც მოქალაქე სააკაშვილი დაცვის დამატებით ღონისძიებებს ითხოვდა, განცხადებას თან ერთცვოდა უკრაინის მოქალაქის პასპორტი.

საათზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ლვოვის განყოფილებამ კანონის შესაბამისად 30 დღიან ვადაში განცხადების განხილვაზე უარი თქვა, რადგან განცხადება კანონდარღვევით იყო წარმოდგენილი, არ იყო განაცხადის სტანდარტული ნიმუში და არ იყო წარმოდგენილი პირადად ან წარმომადგენლის მიერ.“- აცხადებენ უწყებაში.

საიმიგრაციო სამსახური ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ თუ სააკაშვილი უკრაინაში თავისი სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების იგნორირებას გააგრძელებს, შესაბამის სამსახურებს მისი დეპორტაციის უფლება აქვს:

„ამასთანავე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი უგულვებელყოფს უკრაინაში მისი სამართლებრივი სტატუსის საკითხის დარეგულირებას, კომპეტენტურ ორგანოებს დასაბუთებული საფუძველი აქვთ განახორციელონ შესაბამისი ზომები და მას კანონის შესაბამისად უკრაინის ტერიტორია დაატოვებინონ.“- აღნიშნულია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები