უკრაინის პრემიერი პირველად ჩამოდის საქართველოში. მინდა დავაფიქსირო მისი კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ-გელა დუმბაძე

უკრაინის პრემიერი პირველად ჩამოდის საქართველოში. მინდა დავაფიქსირო მისი კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ-გელა დუმბაძე

უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის განცხადებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვოლოდიმირ გროისმანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას შორის ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

მისი თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

“ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. უკრაინის პრემიერი პირველად ჩამოდის საქართველოში. მინდა დავაფიქსირო მისი კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ. მასთან ერთად ჩამოდის რამდენიმე დარგობრივი მინისტრი და ვიცე-პრემიერები. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ თვალსაზრისით რომ ხელი მოეწერება ორ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს “აბრეშუმის გზის ფორუმში”, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. უკრაინელი მინისტრები შეხვდებიან ქართველ კოლეგებს. მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი აისახება ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარებასა და მეგობრულ ურთიერთობაზე”- განაცხადა დუმბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ განიხილება.

“მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ჩვენი მხრიდან არ იქნება წამოყენებული, თუმცა უკრაინის პრემიერ მინისტრი ამ თემაზე აპირებს თუ არა საუბარს ვერაფერს გეტყვით”-, აღნიშნა ელჩმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები