უკრაინის პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად „შეგინის“ გამშვები პუნქტი გადაკვეთეს

უკრაინის პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებმაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან ერთად „შეგინის“ გამშვები პუნქტი გადაკვეთეს. ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროში განაცხადეს.
უკრაინის პოლიციამ რამდენიმე დეპუტატს ასევე გაუგზავნა ცნობები გამოძახების შესახებ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ უკრაინის სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევა, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა. გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ ფიზიკური ძალადობის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
„სამართალდამცველებმა ასევე გამოავლინეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კიდევ ექვსი შესაძლო ორგანიზატორი, ასევე 10 სექტემბერს მომხდარი მოვლენების 32 აქტიური მონაწილე“, – აღნიშნეს შს სამინისტროში.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ მას ტვინის სიმსივნის ვერაგი ფორმა აქვს, მაგრამ მას ახლა მეტი ენერგია აქვს დაავადებასთან საბრძოლველად.

„იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“-პეტრო პოროშენკო

დონალდ ტრამპმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაიკლ პომპეოს, რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ნუსხის შედგენა დაავალა.
