უკრაინის ოპოზიიციონერის რადას წევრის მუსტაფა ნაიემის ინფორმაციით, ის დღეს საღამოს პრეზიდენტ პოროშენკოსთან ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კონსულტაციებს გამართავს.
უკრაინის ოპოზიიციონერის რადას წევრის მუსტაფა ნაიემის ინფორმაციით, ის დღეს საღამოს პრეზიდენტ პოროშენკოსთან ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კონსულტაციებს გამართავს. ნაომარის განცხადებით, მასთან ერთად პოროშენკოსთან შეხვედრაზე რამდენიმე დეპუტატი იქნება და ამ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს თარიღი თუ როდის მიმართავს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით რადას.
ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა რადას წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკური ორგანიზაციის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ერთობლივ აქციაზე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის გარდა აქციის მონაწილეები საარჩევნო კანონნმდებლობის ცვლებების და დეპუტატების ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ. სადეპუტატო ხელშუეხებლობის საკითხის განხილვა ხვალ არის ჩანიშნული. კანონპროექტის თანახმად გაუქმება 2020 დან უნდა ამოქმედდეს ოპოზიზია კი იმ უმინეტეტის გაუქმებას 2018 წლიდან ითხოვს. პოტოშენკომ საკითხის ინიცირება აქციის დაწყების დღეს მოახდინა. რის შემდეგაც პოროშენკოს საპარლამენტო მმართველი კოალიციის წინააღმდეგობას მოულოდნელად მთავრობის და პარლამენტის სპიკერის ინიცირებას დადებითი რეაქციები მოყვა. დღესვე ცნობილი გახდა რომ რადაში მზად არიან საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებისთვისაც.