“უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს”

“უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს”

დარწმუნებული ვართ, უკრაინის ხელისუფლება მოახერხებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები გასაკვირი არაა.

„კარგია, რომ უკრაინის საგარეო უწყებამ მას მოუწოდა, რომ ასეთი სახის განცხადებებისგან თავი შეიკავოს, მაგრამ ცუდია, რომ ეს ადამიანი იყო საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლებას ჭკუის დარიგება უწევს იმ ადამიანისთვის, ვისაც დღეს პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს. პარტნიორი ქვეყნები ხედავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და არც სხვა ქვეყნის და არც უკრაინის მოქალაქეს უფლება არ აქვს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და მით უმეტეს, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები ჰქონდეს.

უკრაინასთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს, ეს ურთიერთობები ოდნავ მაინც დააზიანოს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ უკრაინის ხელისუფლება მოახერხებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები