“უკრაინის ხელისუფლება დონბასში ომს ხშირად თავისი არაეფექტური პოლიტიკის გასამართლებლად იყენებს”-იუშჩენკო

“უკრაინის ხელისუფლება დონბასში ომს ხშირად თავისი არაეფექტური პოლიტიკის გასამართლებლად იყენებს”-იუშჩენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო პოლონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში დღეს მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა ამბობს, რომ “უკრაინის ხელისუფლება დონბასში ომს ხშირად თავისი არაეფექტური პოლიტიკის გასამართლებლად იყენებს”.

იუშჩენკოს შეფასებით, ახლა უკრაინაში კორუფციის ყველაზე მაღალი დონეა და სწორედ ამიტომ ითხოვს რადასთან შეკრებილი ხალხი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას.

“მიხეილ სააკაშვილი ყვითელ ბარათს აჩვენებს, რომელიც ცხადყოფს, რომ მმართველები უფრო პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრულები უნდა იყვნენ,”- აცხადებს იუშჩენკო.

იუშჩენკომ მთავრობის ფინანსური პოლიტიკაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სტაბილური ეროვნული ვალუტა ოკუპანტთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია.

“აქ საუბარია არა ომზე, არამედ სუსტ ფინანსურ, მონეტარულ და საბანკო პოლიტიკაზე,” – განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.

ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების შეცდომაც მიიჩნევს, რომ ქვეყანა ოლიგარქებისგან ვერ გაწმინდა, ეს კი უკრაინას, მისი შეფასებით, არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პერსპექტივასაც ართმევს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები