უკრაინის ეროვნული პოლიცია მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

უკრაინის ეროვნული პოლიცია მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

უკრაინის ეროვნული პოლიცია მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. როგორც ეროვნულ პოლიციაში განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილი ქალაქ კიევში სოლომენსკის რაიონში დააკავეს.
“დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. დაკავებული გადაეცა გამოძიების ორგანოს”, – ნათქვამია განცხადებაში. ეროვნულ პოლიციაში ასევე აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს არავინ დაშავებულა. ასევე აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მოქმედი პოლიციის მოქმედი ჩინოსნის სახლში დააკავეს. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები