“უკრაინაში ვიზიტისას არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ გვქონია, ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური”-კობახიძე

“უკრაინაში ვიზიტისას არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ გვქონია, ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და არც უკრაინის პრეზიდენტთან იქნება.
”ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. არც ერთ შეხვედრაზე ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია. ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შეხვედრების განხილვის საგანი”, – განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

„გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისაგან”

გიორგი გახარია: პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო ომბუდსმენს

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი
