უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები ლინჩის წესით გასამართლებას გადაურჩნენ

უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები ლინჩის წესით გასამართლებას გადაურჩნენ

კიევის ოლქში საქართველოს 2 მოქალაქე ლინჩის წესით გასამართლებას გადაურჩა. ამის შესახებ უკრაინის პოლიციის მთავარი სამმართველო იტყობინება.

ინციდენტი ქალაქ ვიშნევოიში მოხდა. პოლიციამ მანქანის გაჩერება სცადა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ისინი სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ და გაქცევა სცადეს. მანქანა ტროტუარზე ავარდა და ქალს დაეჯახა, რომელსაც 11 წლის ბავშვი და ჩვილი ახლდა. ისინი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველებმა დამნაშავეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს, თუმცა საქართველოს მოქალაქეები სამართალდამცველებმა გადაარჩინეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. პოლიციის ცნობით, დაკავებულები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მათი ვინაობა არ სახელდება.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები