უკრაინაში ფალსიფიცირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია უკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დააჯარიმა.

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შევიდა ინფორმაცია, რომ უკრაინული კომპანიები ქართული ღვინის იმიტაციას და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ იყენებდნენ.

„უკრაინის ბაზარზე რეალიზაციაში იყო არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილი, საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლოები და აღნიშვნები განაპირობებდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით. ამით, უკრაინაში ოპერირებადი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები ექმნებოდა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე. აღნიშნულით, უკრაინაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი ანტიმონოპოლიური კომიტეტის მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულების სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: imedinews.ge

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები