უკრაინაში მეგის ქარდავას და მის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით ინტერვიუში კომენტარს აკეთებს გიგა ხუხაშვილი

უკრაინაში მეგის ქარდავას და მის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით ინტერვიუში კომენტარს აკეთებს გიგა ხუხაშვილი

უკრაინაში მეგის ქარდავას და მის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით ინტერვიუში კომენტარს აკეთებს გიგა ხუხაშვილი. მისი თქმით, ქარდავას ჩვენების მიცემის არავის ეშინია. ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ძველი სისტემის მძევალია.

,,არ მიმაჩნდა მეგის ქარდავების და მისი გადმოცემის ამბავი მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემად. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც იყო სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი კომპონენტი, შავი საქმეების აღმასრულებებლი…ის რას იტყვის და რას არა არამგონია დიდად ვინმეს აშინებდეს. ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილი რა სასწრაფოდ გაემიჯნა ქარდავას – არ იცნობს თურმე. გაემიჯდა ნაციონალური მოძრაობაც თავისი განაყოფით. აშკარად, ჩანს რომ მისი დაკავება და ხელისუფლებასთან მისი შესაძლო თანამშრომლობა მაინცდამაინც არ აშფოთებთ…ეს ყველაფერი დღეს ჩავლილი მატერელებს მიდევნებული თემა მგონია და ამას კარგად ხედავენ ნაციონალურ მოძრაობაში. საქმე ის არის რომ ჩვენში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ერთ დიდ ფარსად იქცა. 2012 წელს ეს არ იყო მხოლოდ არჩევები. ეს იყო პროცესი, როდესაც ხალხმა სააკაშვილის რეჟიმს განაჩენი გამოუტანა. რაც უნდა აღესრულებინა ,,ქართულ ოცნებას“ და არ აღასრულა…დღეს უკვე ამ ხელისუფლებაში არიან იმ ძველი სისტემის ბურჯი პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც საერთოდ არ არის დაინტერესებულნი სისტემური დანაშაულების გახსნით. რადგან ისინიც მონაწილეები იყვნენ ამ დანაშაულის… ამიტომ, ქარდავას დაკავება არაფერს შეცვლის და მისი ჩვენებით დარწმუნებული ვარ არავის ეშიანია. დღეს, ამ სისტემამ ამ ურჩხულმა მძევლად აიყვანა გამოუცდელი ხელისუფლება და ის კარნახობს თამაშის წესებს. დაიჭერენ მეგის ქარდავას სამაგიეროდ გამოუშვენებ ვანო მერაბიშვილს“,- აცხადებს ,,კვირის პალიტრასთან“ საუბარში ხუხაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები