„უხერხულია, პოლიტიკურ ძალას პარლამენტში ადგილი გინდოდეს და თან ამბობდე, რომ 0,7 პროცენტიც კი არ დამიჭერს მხარს ქვეყანაში“

„უხერხულია, პოლიტიკურ ძალას პარლამენტში ადგილი გინდოდეს და თან ამბობდე, რომ 0,7 პროცენტიც კი არ დამიჭერს მხარს ქვეყანაში“

„არ მინდა გამოვიყენო ის სიტყვა, რაც თავში მომდის. უბრალოდ უხერხულია, პოლიტიკურ ძალას საქართველოს პარლამენტში ადგილი გინდოდეს და ამბობდე, რომ 0,7 პროცენტიც კი არ დამიჭერს მხარს ქვეყანაში და მაინც უნდა აღმოვჩნდე პარლამენტში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილი 2020 წლის არჩევნების შესახებ პოლიტიკური პარტიების პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნულოვანი ბაირიერის პირობებში საარჩევნო ბლოკებზე საუბარი გამორიცხულია.
„როდესაც პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკური პარტიაა და უნდა წარმოადგენდეს ქართველ ხალხს პარლამენტში და თან ამ დროს ამბობს, რომ მე მარტო ვერ მოვაგროვებ 0,7 %-ზე მეტს, ამიტომ კიდევ რაღაც ჩამიწერეთ კონსტიტუციაში, რომ 0,7%-ს თუ ვერ მოვაგროვებ, ვიღაცა მივიმაგრო და იმის მეშვეობით მოვხვდე პარლამენტში – თვითონ განსაჯეთ, ეს რას ნიშნავს. არ მინდა გამოვიყენო ის სიტყვა, რაც თავში მომდის. უბრალოდ უხერხულია, მეტი თუ არაფერი პოლიტიკურ ძალას გინდოდეს, რომ ქვეყანაში პარტიად მიიჩნეოდე, საქართველოს პარლამენტში ადგილი გინდოდეს და ამბობდე, რომ 0,7 პროცენტიც კი არ დამიჭერს მხარს ქვეყანაში და მაინც უნდა აღმოვჩნდე პარლამენტში.ეს არ არის ჯანსაღი და სწორი მიდგომა. ამიტომ 0%-იანი ბარიერი და ბლოკები ფაქტობრივად გამორიცხავს ერთმანეთს. ანუ, ან დაბალი ბარიერია და არ არსებობს ბლოკების საჭიროება, ან მაღალი ბარიერია და ლოგიკური იქნებოდა ბლოკებზე საუბარი“,-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები