უკარაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ რუსეთსი მხრიდან უყურადღებობას საერთაშორისო საზოგარეობამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს

უკარაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ რუსეთსი მხრიდან უყურადღებობას საერთაშორისო საზოგარეობამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.ამის შესახებ პოროშენკომ გაერო-ს 72-ე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„რუსეთთან სამწლიან ომს ათიათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 7%. მინსკის შეთანხმების დარღვევით, რუსეთი კვლავ აწვდის სამხედრო ძალასა და მძიმე შეიარაღებას საოკუპაციო ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში. საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ მსგავს უყურადღებობას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს მხრიდან. დაფიქრდით: სხვა ქვეყნის მიწის მოპარვა, გატაცებები, ფარული ომის წარმოება, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, დეზინფორმაციის გავრცელება – ეს არ არის ქცევა, რომელსაც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრისგან ველოდებით.
მსგავსი სიახლეები
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარსელონაში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა.
ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე ტერორისტებისგან საფრთხე მომდინარეობს,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
