უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს წყვეტს

უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს წყვეტს

უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, “ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით პატიმრობა შეეფარდა, ოპოზიციამ მმართველ გუნდს ბოიკოტი გამოუცხადა.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, ჟურნალისტებთან განაცხადეს, ისინი მმართველ გუნდს დაუმორჩილებლობას უცხადებენ და მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებენ. “ბრძოლა გრძელდება, ეს იქნება არაძალადობრივი და ბოლომდე. ჩვენ ამ ქვეყანაში დავასრულებთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. “ქართულმა ოცნებამ” დღეს ამ ქვეყანაში დაასრულა ყოველგვარი მოლაპარაკებები”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. სამართალი, გიგი უგულავა, ოპოზიცია, ბოიკოტი

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები