უგულავა-ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით

უგულავა-ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით

ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით. მე მერი ვიყავი, საერთოდ არ მეხებოდა, მაგრამ მე ეს მტკივა. ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ამიტომ გვერდზე გადაგდება არასწორია.

მე ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მტკივა და მინდა მე თვითონ გამოვასწორო. არ მჯერა, რომ ამას გამოასწორებს ქართული ოცნება, რადგან ქართულმა ოცნებამ სასამართლო გამოიყენა მარტო შურისძიებისთვის, მარტო ჩვენებისთვის, აი, რა ცუდები არიან ისინი. არ გამოუყენებია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. არა და შანსი იყო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები