უეს მიტჩელმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ცივილიზებული სამყაროს მზაობაზე ისაუბრა.

უეს მიტჩელმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ცივილიზებული სამყაროს მზაობაზე ისაუბრა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ცივილიზებული სამყაროს მზაობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრთხეა და იგი აგრესიას ახორციელებს.
“ადრე ამბობდნენ, რომ რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს. ახლა დასავლეთში გამოიღვიძეს და ამბობენ, რომ კი, რუსეთი სერიოზული საფრთხეა. სამწუხაროა, რომ ჩვენ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც ვერ გამოვიღვიძეთ. ეს კი გახდა უკრაინაში ომის დაწყების წინაპირობა. დასავლეთმა გამოიღვიძა და მათ უკვე იციან, რომ რუსეთი სერიოზულად თამაშობს. არგუმენტი, რომ რუსეთი სუსტია, უნდა დავემშვიდობოთ. ასევე უნდა დავემშვიდობოთ იდეას, რომ რუსეთში ეკონომიკური სტაგნაცია რუსეთს ასუსტებს. პუტინი საფრთხეა და იგი ახორციელებს აგრესიას” , – განაცხადა უეს მიტჩელმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები