თბილისის მერის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ვიცემერი ხატია დეკანოიძე იქნება. ამის შესახებ უდუმაშვილმა “რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ამასთან, უდუმაშვილის თქმით, თბილისს სამი ვიცემერი ეყოლება – თბილისის მარჯვენა სანაპიროს, მარცხენა სანაპიროსა და ძველი თბილისის ვიცემერები. მარჯვენა სანაპიროს ვიცემერი, უდუმაშვილის თქმით, ზაზა ბიბილაშვილი იქნება, მარჯვენა სანაპიროსი – ხატია დეკანოიძე, ძველი თბილისის კი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
უდუმაშვილმა ასევე წარადგინა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც თანამდებობას ნაციონალების მერობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებენ – სოციალური და ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქოს სამსახურის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ნადირაძე, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ნინო კვიტაიშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე დავით ნებიერიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თემურ გრიგალაშვილი, თბილსერვისის უფროსის თანამდებობაზე ბესო გაზდელიანი, კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ხათუნა ოჩიაური, იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი ვანო პეტრიაშვილი წარდგინა.
გამწვანებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსებს გამარჯვების შემთხვევაში უდუმაშვილი მოგვიანებით შეარჩევს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ეს მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება, მალე იქნას დაძლეული”
