უჩა ნანუაშვილი „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

უჩა ნანუაშვილი „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს„ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ტოლერანტობის ქომაგებს“ გამოავლენს რელიგიათა საბჭო, სახალხო დამცველის ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

წესდების მიხედვით, რელიგიათა საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს „ტოლერანტობის ქომაგს“, ხოლო ხმის უფლება მხოლოდ საბჭოშიგაწევრიანებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ამავე წესების მიხედვით, კანდიდატი ტოლერანტობის ქომაგად, მიმდინარე წელს, ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისათვის გაწეული განსაკუთრებული დამსახურების მიხედვით უნდა შეირჩეს. თუმცა, აღნიშნული წესები, მათგან გადახვევის შემთხვევაშიც კი, არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების ცვლილების შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი აქვე ხაზს უსვამს კონკურსის კრიტერიუმების დახვეწის, შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის, მხოლოდ შეხვედრის და ღია მსჯელობის ფორმატში კანდიდატებზე შეჯერების აუცილებლობას, რათა მომავალში გამოირიცხოს მსგავსი დისკუსიები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები