უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, მთელი დღის განმავლობაში, ნისლის გამო, 5 რეისი გადამისამართდა, ხოლო 2 – გაუქმდა. მათივე ინფორმაციით, გაუქმდა დუბაისა და ირანის რეისები, რომლებსაც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა განეხორციელებინათ დაფრენა.
როგორც „კვირას“ თბილისის აეროპორტში განუცხადეს, ამ დროისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკები მოეწყობა.
