უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

„5–6 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან და აღმოსავლეთ საქართველოს მთლიან და მაღალ მთლიან რაიონებში თოვლის სახით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, დაბლობ რაიონებში ჰაერი 7–დან 12 გრადუსამდე გათბება, მთაში დღის ტემპერატურა 2–7 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში –5 – 0,. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 10–15 გრადუსი, მთაში 3– 8 სითბო, მაღალ მთაში კი – 5 – 0, საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, 7–8 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე, მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“, –განუცხადა „კვირას“ დოდო გვაზავამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები