უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში – მცირე წვიმა და ელჭექი. ამის შესახებ “პირველს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, 17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 32-37 გრადუსი იქნება, მთაში – 30-35. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ტემპერატურა ბარში 28-33 იქნება, მთაში – 27-32. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა 32 გრადუსამდე გათბება.

18 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა ბარში 32-37 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში – 31-36. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა 31-36 გრადუსი იქნება. თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე გათბება.

17 სექტემბერს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1912 წელს +36.0 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური – 1921 წელს +6.3.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები