უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში.

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში.

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძის განმარტებით, კომპანია „ნილი“ ტენდერში გამარჯვებული არ არის და მას მხოლოდ ერთთვიანი ხელშეკრულება აქვს.
„ტენდერში, რომელიც იყო გამოცხადებული, გაიმარჯვა კომპანია „ნილმა“ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები და მისცა დისკვალიფიკაცია, ანუ ტენდერი არ შედგა. იმისთვის, რომ ბაღებში კვება შესულიყო, გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“. შესაბამისად, ტენდერი გამოცხადებულია და დღე-დღეზე გვეცოდინება შედეგები, ვინ არის გამარჯვებული კომპანია. მე მესმის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ბაღებთან დაკავშირებით, თუმცა თუ რაიმე დარღვევა ვლინდებოდა და ვლინდება კვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე მოაკლონ ბაღებს, ბავშვებს. ყველაფერს მოჰყვება მკაცრი რეაგირება, თუ რაიმე იქნება შეფერხება, შეცდომა და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები