უახლოეს 2-3 დღეში „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15-20 ნომერს დაასახელებს

უახლოეს 2-3 დღეში „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15-20 ნომერს დაასახელებს

უახლოეს 2-3 დღეში „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15-20 ნომერს დაასახელებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„უახლოეს 2-3 დღეში „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15-20 ნომერს დაასახელებს. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, სოფლებში შეხვედრებს, სადაც აუცილებლად დავიცავთ ყველა რეგულაციას. სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული პროგრამის წარდგენა, რომელზეც ძალიან ბევრი მსჯელობა გვექნება ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ჩვენი პარტიული აქტივისთვის გაცემული გვაქვს ძალიან მკაცრი მითითება, რომ სპეკულაციისთვის არანაირი სივრცე არ დატოვონ და მოერიდონ ყველანაირ, პატარა კონფლიქტსაც კი. პირველ რიგში, ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესია, რომ ეს არჩევნები დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩავატაროთ, შემდეგ კი გვექნება ერთი საბოლოო პრეზენტაცია. მოსახლეობასთან შეხვედრებზე ჩვენ მომავალზე ვისაუბრებთ, რამდენადაც ოპოზიცია ამის საშუალებას მოგცვემს“,- განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები