წულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე: არაკეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა მომავალ თაობებს პრობლემა არ უნდა შეუქმნან

წულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე: არაკეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა მომავალ თაობებს პრობლემა არ უნდა შეუქმნან

“მნიშვნელოვანია დღევანდელი აპლიკაცია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შენგენის აპლიკაციას გმოიყენებს არაერთი ახალგაზრდა და არამხოლოდ იმისთვის, რომ უნებლიედ, მათ მიერ არ მოხდეს იმ დღეების ოდენობის დარღვევა, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ მოგზაურობის უფლება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა მოქალაქემ დაარღვიოს უვიზო რეჟიმის პირობები.
„ჩვენ, უწყებები ვაგრძელებთ ერთ გზაზე სიარულს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნება იმ ისტორიული მიღწევის, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში. ყველამ კარგად იცით, ეს არის 180-დღიან პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ 90 დღე და არცერთი საათით მეტი.
მართალია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იყო და მისი ჩართულობით ეს აპლიკაცია გაკეთდა, გვეუბნება, რომ დღესდღეისობით არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეჩერდეს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს თვითდამშვიდების უფლებას და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები საქართველოს მოქალაქე იყოს, რომელიც ამ რეჟიმს არღვევს, ჩვენი მოქალაქეები არ უნდა არღვევდნენ ევროპული ქვეყნების კანონს იმისთვის, რომ თითზე ჩამოსათვლელმა არაკეთილსინდისიერმა ჩვენმა მოქალაქემ, მთლიანად თაობებს არ შეუქმნას პრობლემა და არ მოხდეს ისე, რომ ეს ისტორიული მიღწევა ერთ დღეს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები