წულუკიანი-„ჩვენი პრიორიტეტები იყო და მომავალშიც იქნება ის, რაც სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით აძლიერებს

წულუკიანი-„ჩვენი პრიორიტეტები იყო და მომავალშიც იქნება ის, რაც სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით აძლიერებს

„ჩვენი პრიორიტეტები იყო და მომავალშიც იქნება ის, რაც სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით აძლიერებს”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა და ძირითადი პრიორიტეტებიც გამოყო.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია. „ჩვენი პრიორიტეტები იყო და იქნება მომავალში ის, რაც აძლიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით. ეს არის ახალი კანონები, განვითარება, ინსტიტუციური დემოკრატიის კანონებით მშენებლობები, ინფრასტრუქტურები, იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ხალხთან ახლოს, მათ შორის, სოფლად, და სოფლად გაიცეს სერვისები, ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების დაცვა, მათ შორის, სახელმწიფოთა შორის დავებზე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის გამოძიება, რათა აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ იქნა სხვა დანაშაულები. ასევე, მრავალი სხვა ის რეფორმა, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის მეორე პლანზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქისთვის პირველ პლანზეა – იქნება ეს ნოტარიატი, სასამართლო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულება თუ მრავალი სხვა, თუნდაც, ყოფილი პატიმრებისთვის, გრანტების პროგრამების გაგრძელება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგომა ფინანსურად და საკუთარი ოჯახის რჩენა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები