ცუდია, რომ პრეზიდენტმა დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე

ცუდია, რომ პრეზიდენტმა დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე.
„ცუდია, რომ მან დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, რადგან ფრაქცია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ჩვენ მას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ უკვე საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

„ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის დროული და ძალიან სერიოზული განცხადება, რომელსაც მთელი მსოფლიო მოისმენს!”-გოგა ხაინდრავა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატს სხვა კანდიდატი კონკურენციას ვერ გაუწევს-დავით მათიკაშვილი
