წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილ ხანძარს ორი 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილ ხანძარს ორი 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილ ხანძარს ორი 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.

ხანძრის შედეგად, შენობის მეორე სართულზე, ერთი ოთახი მთლიანად დაიწვა. ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები