წყალბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზუკა რურუას შეფასებით, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეიას მოწყობა კარგი იდეაა.

წყალბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზუკა რურუას შეფასებით, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეიას მოწყობა კარგი იდეაა.

წყალბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზუკა რურუას შეფასებით, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეიას მოწყობა კარგი იდეაა. სპორტსმენის აზრით, პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზეა არცერთი ხის მოჭრა  იგეგმება.
“მივესალმები ამ იდეას, რომელიც მეტ ჟანგბადს, მეტ სიმწვანესა და ბევრ ბედნიერ ადამიანს გააერთიანებს ქალაქაში. თუკი არცერთი ხე   მოიჭრება და აშენდება ორანჟერეა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა”, – წერს ზუკა რურუა ორანჟერეის “ფეისბუქგვერდზე”.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, დიღმის ტყე-პარკთან მდებარე “კია მოტორსის” ავტოსალონი საგამოფენო ორანჟერეათი უნდა ჩანაცვლდეს. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დამტკიცდა. პროექტის თანახმად, ავტომომსახურების ცენტრის დემონტაჟი მოხდება და მის ადგილას განთავსდება შენობა, რომლის ინტერიერი და ექსტერიერი ერთი მთლიანი ლანდშაფტური ზონა გახდება. რაც შეეხება ავტოსალონში დასაქმებულ ადამიანებს – “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი, რომელსაც ხსენებული ფართი ნაქირავები აქვს, ფუნქციონირებას, თანამშრომლებთან ერთად, სხვა ადგილას გააგრძელებს.
პროექტის განხორციელება არცერთი ხის მოჭრას   გულისხმობს. მეტიც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაირგვება 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარეები, რომლებიც დიღმის ტყე-პარკში არ გვხვდება.
საერთო სარგებლობის ორანჟერეა მულტიფუნქციური იქნება და, რეკრეაციული კომპონენტის პარალელურად, გასართობ-დასასვენებელ სივრცეებსაც მოიცავს. მოსახლეობა აქ ნებისმიერ ამინდში შეძლებს, ისეირნოს, დაისვენოს, გაერთოს და დაესწროს სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენას.
პროექტის ფარგლებში, უნდა დამონტაჟდეს სარწყავი სისტემა, შენობა კი მინით გადაიხურება, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს. ტერიტორიაზე გაკეთდება შადრევანი, ქვაფენილიანი ქუჩა და მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე, ასევე, ის ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით გაფორმდება.
პროექტის მიზანი ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან ორგანულად შერწყმაა

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები