ცნობილია დაახლოებით რა თანხა გაიტაცეს თავდამსხმელებმა „საქართველოს ბანკიდან“

ცნობილია დაახლოებით რა თანხა გაიტაცეს თავდამსხმელებმა „საქართველოს ბანკიდან“

გლდანში მოხდარი ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელა. 19 და 20 წლის ბრალდებულების ადვოკატი გირაოს ითხოვდა.

მისი თქმით, საქმეში დაკავებულთა წინააღმდეგ არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ დევს. განსხვავებულს ამტკიცებს ბრალდება. პროკურორის თქმით, მტკიცებულებებს შორისაა როგორც საექსპერტო დასკვნები, ასევე მოწმეთა ჩვენებები.

დაკავებულთა შესახებ განცხადება შსს-ში დღეს გაკეთდა. ბრიფინგზე ითქვა, რომ ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

უწყების ცნობით, სწორედ ისინი შეიჭრნენ რვა მარტს “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში, იარაღის მუქარით ფული მოითხოვეს, ადგილზე დაცვის პოლიციის გამოჩენის შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს და მიიმალნენ.

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, მძევლად ორი მოქალაქე აიყვანეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. აქვე გეტყვით, რომ ინფორმაცია, თითქოს ფული ექსპრეს-ფილიალიდან წაღებული არ იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.

საქმის პროკურორის ირაკლი გულდედავას თქმით, ბრალდებულებმა ბანკიდან დაახლოებით 8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 ათასი ლარი გაიტაცეს. ფული ამ დროისთვის ჯერ არ უპოვიათ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები