ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაათავისუფლა

ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მოზარდი შიდა ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.
მოზარდის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას ” საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ დილით 17 წლის ბიჭი თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ის უკანონოდ დააკავეს.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთს – SNMG2 უმასპინძლა.

“ოპოზიცია ძალიან ცდილობს, წარმოადგინოს ისე, თითქოს, ხელისუფლება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას საკმარისად არ ცდილობს, ეს ტყუილი, ან არაკომპეტენტური განცხადება მგონია”
