„ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია“-ივანე მაჭავარიანი

„ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია“-ივანე მაჭავარიანი

„ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა.
აღნიშნულ ზონაში ტვირთებისა და საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურები ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება, მომსახურება კი მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული.
ფინანსთა მინისტრმა კონტეინერების გახსნისა და დათვალიერების ადგილი დაათვალიერა, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება, ასევე, გაეცნო სასაზღვრო-საკარანტირო, ფიტო-სანიტარული და ვეტერინალური კონტროლის პუნქტის საქმიანობას, გარდა ამისა, მინისტრი ფოთის ნავსადგურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კონტეინერების კონტროლის ჯგუფის სამუშაო პროცესს.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, საბაჟო სამსახურების ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. აქცენტი გააკეთა საბაჟო სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელეტქრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები