წინასწარი შეფასებით, 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა.

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

„აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები