წინა პრემიერ-მინისტრებს თუ გავიხსენებთ, ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს, არაფერი კატასტროფული არ მომხდარა – ბიძინა ივანიშვილი

წინა პრემიერ-მინისტრებს თუ გავიხსენებთ, ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს, არაფერი კატასტროფული არ მომხდარა – ბიძინა ივანიშვილი

“ერთ წელიწადში აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებთ პარტიას. ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მის ხელისუფლებაში დაბრუნებას ორი მიზანი აქვს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პირველი მიზანი არის ის, რომ არავის დარჩეს იმის ცდუნება, რომ სახელმწიფოს დაშანტაჟება შეუძლიათ, ხოლო მეორე მიზანი – პარტიისა და მენეჯმენტის გაძიერებაა.

დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა მთავრობაში განხორციელებული გადაადგილებების მსგავსად, ცვლილებები სხვა სტრუქტურებშიც განხორციელდეს. მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ პარტიაში ახალი სახეები შემოვლენ.

„მთავრობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მომხდა პატარა ცვლილებები და გადაადგილებები, მაგრამ ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება. წინა პრემიერ-მინისტრებს თუ გავიხსენებთ, გინდაც ღარიბაშვილს და გინდა კვირიკაშვილს, არაფერი კატასტროფული არ მომხდარა არც ერთ შემთხვევაში. პირველი ეტაპი ძალიან კარგად დაიწყო კვირიკაშვილმა რამდენიმე თვე, თუმცა ასეთი ტემპები აღარ გვაწყობს, მართვის სტილის ასეთი ეფექტურობა არ არის საკმარისი. აი, მთავრობის კარგი მაგალითია, რა გადაადგილებებიც მოხდა მასში. მსგავსი გადაადგილებები შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სტრუქტურებში და პირველ რიგში, პარტიაში. პარტიის როლს გავზრდი და ძალიან ბევრი ახალი სახე შემოვა პარტიაში,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები