ციხეებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა გვქონდა-ნინო ლომჯარია

ციხეებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა გვქონდა-ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ დღეს, რეგიონულ კონფერენციას მართავენ, რომელზეც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმები წლიურ ანგარიშებს წარმოადგენენ. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, საქართველოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, ამ მხრივ პენიტენციურ სისტემაშიც რთული მდგომარეობა იყო.
“სამწუხაროდ, საქართველოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს, მათ შორის, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას, ასევე პენიტენციურ სისტემაში გვახსოვს, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა. მინდა გავიხსენო სურამის ფსიქიატრიული დაწესებულება, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა ვნახეთ და სადაც ადამიანები მოთავსებული იყვნენ ღირსების შემლახავ პირობებში, რაც ჩემი აზრით, ნამდვილად უტოლდება წამებას. ასევე მნიშვნელოვანია, მე-7 დაწესებულება, რომელიც პირობების თვალსაზრისით, ასევე ძალიან მძიმე იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაწესებულება ძალიან მალე დაიხურება,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები