ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, საბურთალოზე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. შსს-ს მტკიცებით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, “ბრაუნინგის” და “ტოზის” მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები