ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურში, ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, რუსთავში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს 53,717% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს დავით კირკიტაძეს – 46,283%.

რუსთავში არსებული 88 უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები