ცესკომ არ დააკმაყოფილა თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი

ცესკომ არ დააკმაყოფილა თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი

ესკომ არ დააკმაყოფილა თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.

ცესკოს გადაწყვეტილებით, შედეგები მერის არჩევნების ნაწილში უცვლელი დარჩა. შესაბამისად, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩეევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლის თანახმად თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.
როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა განუცხადა, დიდი ალბათობით ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. „კომისიამ არც მოწმეებს მოუსმინა და არც სადამკვირებლო ორგანიზაციას, რომლებსაც ცალსახად ჰქონდათ ჩამოყალიბებული განსხვავებული აზრი ამ დათვლასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ქიტესაშვილმა.
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები