ცესკო-მ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პარტიული სიები გააუქმა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა. შესაბამისი განკარგულებები ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოხსნილ იქნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით); საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით); შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით).
განკარგულებებში მითითებულია, რომ აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.
მსგავსი სიახლეები

რტო ტატუნაშვილთან დაკავშირებით, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის მიმართ, ეკისრება პასუხისმგებლობა
სპეცოპერაციისას დაჭრილის ოჯახის წევრებისა და სუსის გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობრივია-ლომჯარია

წლის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი – კახა კალაძე
