ცესკო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შედის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ცესკოსთვის მიწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის 18 წლისა ხდებიან.

„მეორე ტურში ხმას აძლევენ სხვა ქვეყნებში მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაც მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გაივლიან რეგისტრაციას საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. პროცედურის განხორციელება ამომრჩევლებს ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ. ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ცესკოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 ნოემბერს გადმოეცემა.

არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ იგივე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4-ე დღისა დანიშნონ-შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები“, – განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

„რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5-ე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ნორმები დღეიდან ამოქმედდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები