ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე ტერორისტებისგან საფრთხე მომდინარეობს,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე ტერორისტებისგან საფრთხე მომდინარეობს,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ტერორისტები ცდილობენ ამ რეგიონების დასაყრდენად გამოყენებას ახალი მებრძოლების გადასაბირებლად და გასაწვრთნელად, რომ ისინი სხვა სახელმწიფოებში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით გაიგზავნონ“ – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია სპეციალური სამსახურების ერთობლივი მოქმედება, პარტნიორული კავშირების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება.
დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაზე ვლადიმერ პუტინის მისასალმებელი სიტყვა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა წაიკითხა.
მსგავსი სიახლეები

უკრაინულმა მხარემ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია დააფიქსირა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 254 მილიონს გადააჭარბა.

სინგაპურში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის, ისტორიული შეხვედრა შედგა.

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მსოფლიოში ძებნილი იმ პოლიტიკოსების ხუთეული შეადგინა, რომლებმაც მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურეს.
