„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან საპროცესო გარიგების გაფორმებას ეწინააღმდეგებიან

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან საპროცესო გარიგების გაფორმებას ეწინააღმდეგებიან

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან საპროცესო გარიგების გაფორმებას ეწინააღმდეგებიან, – ამის შესახებ მათ თბილისის პროკურატურაში „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების, M2-ის, „ცენტრ პოინტისა“ და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ხელშეკრულებების ცვლილებები მათთვის მტკივნეულია, რადგან ხელშეკრულებები თეთრ კარკასზე ჰქონდათ, ახლა კი შეთავაზება შავ კარკასზეა. „2020 წლისთვის, სავარაუდოდ, ყველა ობიექტი დასრულდება. ამ ხელშეკრულებების ცვლილებები ჩვენთვის მტკივნეულია, რადგან ხელშეკრულებები თეთრ კარკასზე გვქონდა, ახლა კი გვთავაზობენ შავ კარკასს. თუმცა, მთლიანობაში შემოთავაზება, სავარაუდოდ, მისაღები იქნება, რადგან ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რაც შეეხება საპროცესო გარიგების გაფორმებას, ამის სასტიკად წინააღმდეგი ვართ. მათ ვინც 320 მილიონი მიითვისა და გაფლანგა, ერთი წელიც არ უნდათ ციხეში ჯდომა. სანამ არ დასრულდება მშენებლობები, ისინი ციხეში უნდა ისხდნენ“, – განაცხადეს დაზარალებულებმა.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებების გაფორმება ყველა დაზარალებულთან ინდივიდუალურად მოხდება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები